მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორი და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - ვინ როგორ აგრძელებს მუშაობას?

BM.GE
06.04.20 18:38
849
კორონავირუსის პანდემია ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას რომ მოახდენს, ამაზე ყველა თანხმდება. მთავარია, ეს გავლენა მინიმალური იყოს. სწორედ ამ მიზნით, ეკონომიკის სტიმულირების 2-მილიარდიანი გეგმა საქართველოს მთავრობას უკვე წარდგენილი აქვს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებს; ასევე სესხის თანადაფინანსებას 50- ნომრამდე სასტუმროებისთვის კონკრეტული პირობებით და ა.შ. მთავრობამ უკვე შექმნა პლატფორმა იმ ბიზნესეთვისთვისაც, რომლებსაც ოპერირების გაგრძელება საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც სურთ. როგორ ხორციელდება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესის ნაწილში და რამდენად აქტიურია თავად კერძო სექტორი?