14.ოქტომბერი .2020 10:23

KIU-მ სტუდენტების მიღება დაიწყო

805
უკან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველ სტუდენტები მიიღო. სწვალა ამ ეტაპზე ონლაინ რეჟიმში ხორციელდება და სულ მალე სასწავლო პროცესი კამპუსზე გაგრძელდება. უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება - წელს 1112 სტუდენტი დარეგისტრირდა. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. რა მიმართულებებზე გააკეთეს სტუდენტებმა ძირითადად არჩევანი და როგორია ეს მაჩვენებელი?