მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკა "ბომონდი"-ს ბიზნეს Concept

BM.GE
23.01.23 00:58
605
ახლა კლინიკა ,,ბომონდზე“ მოგიყვებით, რონელიც დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. სხვათაშორის მის განვითარებასა და ინვესტირებაში ,,თიბისი ბანკს“ თავისი წილი აქვს შეტანილი და დღეს ,,ბომონდის“ ბრენდის ქვეშ დასავლეთ საქართველოში თანამედროვე სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, როგორც ფოთში, ასევე ქობულეთში და ქუთაისში. ,,ბომონდი“ 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა, თავად მამუკა ბრიტანეთში ცხობრობდა გარკვეული პერიოდი და იქიდან დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა ინგლისში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქართველების გამოჯანმრთელებაში გამოეყენებინა. თავდაპირველად ,,ბომონდი“ სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს წარმოადგენდა. პაციენტთა მოთხოვნის გათვალისწინებით, კლინიკა ,,ბომონდი“ დღეს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.


მამუკა მიქაძე - კლინიკა "ბომონდი"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;

შოთა გავაშვილი - თიბისი, რეგიონული კორპორატიული კლიენტების მიმართულების უფროსი.