04.ნოემბერი .2020 18:20

კლინიკები 2021 წლის იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციის ერთი წლის გადავადებას ითხოვენ

488
უკან

2021 წლის 1 იანვრიდან კლინიკებისთვის რეგულაციების ახალი პაკეტი შედის ძალაში. მთავრობის მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტით ჰოსპიტალური სეტქორისთვის განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები. კლინიკები ამბობენ, რომ ჰოსპიტალური სექტორისთვის პანდემიის პირობებში ახალი ფინანსური ვალდებულების აღება რთული იქნება, ამიტომ მიმართავენ მთავრობას 2021 წლიდან ასამოქმედებელი პირობები 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდეს.