მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკების ღია წერილი ჯანდაცვის მინისტრს - რას ითხოვს 100-მდე კლინიკა?

BM.GE
13.07.22 14:23
469
100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ყველაზე მსხვილი დარგობრივი ასოციაციის წერილი 11 ივლისს ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებაზე გამოხმაურებაა, რა დროსაც ზურაბ აზარაშვილმა კლინიკებს ფაქტობრივად შეთანხმებულ ტარიფების ინდექსაციაზე უარი უთხრა და თქვა, რომ DRG-ის, ანუ დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებამდე, რაც დაანონსებულია, რომ წლის ბოლოდან უნდა გავრცელდეს კლინიკებზე, სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვას არ აპირებს. სექტორი კი დროულად ითხოვს სატარიფო პოლიტიკის ცვლილებას, რადგან როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, არსებული დაფინანსების პირობებში კლინიკები პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებენ. სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს შესახვედრად დროს 20 ივლისამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასოციაცია არ გამორიცხავს კლინიკების ნაწილმა ოპერირება შეაჩეროს.

სტუმარი: ივანე ჩხაიძე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი;