მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონგრესმენი: საქართველოს მთავრობა ახალი ციფრული დერეფანის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება

BM.GE
24.09.20 18:18
570
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, კენ ბაკის წერილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტს, აბრეშუმის გზის ციფრულ დერეფანს ეხება. როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები აფერხებს ამ პროექტის განვითარებას, რაც თავისმხრივ რეგიონში რუსეთისა და ირანის ციფრული გავლენის შემცირებას ხელს უშლის. ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში კომუნიკაციების სექტორში გამკაცრებული რეგულაციების შედეგებს აკვირდება - ამის შესახებ კი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ვენდი მორტონმა გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით კითხვით დეპუტატმა ალინ სმიტმა მიმართა. სმიტის კითხვა საქართველოში კომუნიკაციების სფეროში დაჩქარებული წესით განხორციელებულ ცვლილებებს და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შენარჩუნებაზე მათ გავლენას შეეხებოდა. “ შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი საქართველოში კომუნიკაციების სექტორში დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობით დაინტერესდა. 4 სექტემბერს ახალი ციფრული დერეფანისა და კომპანია “კავკასუს ონლაინის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით დეპუტატმა ქეთრინ უესთმა მიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ვენდი მორტონმა უპასუხა. მორტონის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის საელჩო “კავკასუს ონლაინის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება.