02.დეკემბერი .2019 18:49

კონკურენციის სააგენტოში ანტიდემპინგის დეპარტამენტი შეიქმნება

119
უკან

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ,- კონკურენციის სააგენტოს ემატება ახალი ფუნქცია, რისთვისაც საჭირო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა. საჭირო იქნება დაახლოებით 12 თანამშრომლის დასაქმება, მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყოფა, რაც გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონის მიღების შემდეგ პირველ წელს გასაწევი ხარჯი იქნება 422 000 ლარი. მომდევნო წლებში, საშუალოდ იქნება 390 000 ლარი.- წერია კანონ-პროექტის განამრტებით ბარათში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკითხზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სამუშაო შეხვედრაც შედგა.


სტუმარი: რომან კაკულია - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე