მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურსი სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებლებისთვის

BM.GE
30.04.20 12:26
908
პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“, სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ბიზნეს კომპანიებისთვის ტექნიკური დახმარების კონკურსს აცხადებს. პროექტის ფარგლებში ამ სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ტექნიკურ დახმარებაზე განაცხადების შეტანა 29 აპრილიდან 15 მაისამდე შეეძლებათ. შერჩეულ კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მცირე ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც კომპანიების საექსპორტო პოტენციალის განვითარებას მოხმარდება.


სტუმრები: ნიკა მამუკელაშვილი - "აწარმოე საქართველოში", ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი
ირინა გურული - "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", დირექტორის მოადგილე