მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტეინერების საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯები მცირდება - გავლენა საქართველოზე

BM.GE
17.01.23 18:24
198
საერთაშორისო ბაზარზე კონტეინერების გადაზიდვის ღირებულება უკვე რამდენიმე თვეა მცირდება. ბოლო მონაცემებით, გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 2%-ით შემცირდა და კონტეინერის გამოყენების საფასურმა 2200 დოლარი შეადგინა, რაც პანდემიის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გადაზიდვის ხარჯების შემცირებას განსაკუთრებული გავლენა აზიიდან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ექნება. შემცირდება თუ არა პროდუქციის ღირებულება საქართველოშიც და რა ტენდენციებია ქვეყანაში გადაზიდვების ფასების მხრივ?