მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონტრაბანდა, არაკონკურენტული გარემო" - თამბაქოს ინდუსტრია საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინში

BM.GE
29.07.19 13:53
1309
ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდა იზრდება, ბიზნესი და ბიუჯეტი ზარალდება, ხელისუფლება კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს - ასეთია დღეს თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიების დამოკიდებულება საქართველოში სიგარეტის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. თამბაქოს ინდუსტრია ამბობს, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქციზი მკვეთრად გაიზარდა, რამაც გააქტიურა გასახვევი თამბაქოს რეალიზაცია, რომელიც საკანონმდებლო ხარვეზის გამო აქციზის გადასახადით პრაქტიკულად არ იბეგრება. რას დაპირდა ფინანსთა მინისტრი ბიზნესს და რატომ არ ჩქარობს პარლამენტი გადაწყვეტილების მიღებას?