19.თებერვალი .2020 19:04

კონტრაბანდული თამბაქოს რეალიზაცია ზვიად სხვიტარიძე საქმის კურსში

186
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი. გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით, 15 პირი პასუხისგებაშია მიცემული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 30 000 კოლოფზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 117 000 ლარს აღემატება. ეს არის ბოლო ფაქტი, რომელზეც შესაბამისი უწყებები იტყობინებიან. კონტრაბანდული თამბაქოს რეალიზაციის და საზღვარზე შემოტანის ზრდაზე და ამ რისკებზე კერძო სექტორი დიდიხანია საუბრობს. რამდენად დამაზიანებელია ბიზნესისთვის არსებული მდგომარეობა და გაზრდილი კონტრაბანდ?


სტუმარი: ზვიად სხვიტარიძე - BAT; კორპორაციული დირექტორი