მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავლენა - რამდენად დააზარალებს საქართველოს ტურისტულ სექტორს ავიასანქციები?

BM.GE
24.02.20 18:29
890
კორონავირუსის გამო ჩინეთის შემდეგ ფრენები ირანთანაც შეწყდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. თუმცა, გარკვეული დათქმებით. იქნება თუ არა შემდეგი იტალია - ამაზე საქართველოს მთავრობა მსჯელობს. ფრენების შეჩერებას თავისი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე აუცილებლად ექნება, რამდენადაც ამ ქვეყნებიდან საქართველოში არაერთი ტურისტი შემოდის. თუმცა, რა მასშტაბის შეიძლება იყოს ზიანი საქართველოს ეკონომიკისთვის?