მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან - დევი ხეჩინაშვილი ანალიტიკაში

BM.GE
16.10.20 15:00
941
კოვიდ-19-ის დღევანდელი მონაცემები ასეთია: კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 15 327-მდე, 887-ით გაიზარდა. აქედან 277 თბილისშია, რაც მცირედ კლებაზე მიუთითებს. ამასთან ბოლო 24 საათში თბილისში გარდაიცვალა 5 მოქალაქე, თუმცა ჯამურად რომ შევხედოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოვა, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის მზარდია და ამ მაჩვენებელმა 246-ით მოიმატა.

გუშინ გავიგეთ, რომ კორონავირუსის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან. ამ თემაზე პირველად ჯანდაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, როცა მინისტრი სადაზღვევო კომპანიებს შეხვდა.

მინისტრის განმარტებით, კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა პროცესში იმან განაპირობა, რომ მათ აქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება ონლაინ კლინიკების მართვის კუთხით.

სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევო ასოციაცია; ხელმძღვანელი