მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფციის აღქმის იდექსი - საქართველოს ანტიკორუფციული რფორმები სტაგნაციაზე მიუთითებს - TI

BM.GE
23.01.20 18:36
611
2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს. ჩამონათვალში საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. რა შეიცვალა 2018 წელთან შედარებით საქართველოსთვის და რა გამოწვევები რჩება კორუფციის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში?