მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფციული რისკები: პარლამენტი, სასამართლო, პროკურატურა

BM.GE
15.07.22 12:05
377
ევროპის საბჭო მის შემადგენლობაში არსებული ანტიკორუფციული სააგენტოს GRECO-ს დასკვნა გაავრცელა საქართველოში კორუფციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. დასკვნა სამ ინსტიტუტს - საქართველოს პარლამენტს, სასამართლოებსა და პროკურატურას შეეხება და მასში წარმოდგენილია ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ ამ მიმართულებებით კორუფციის შემცირებისთვის უნდა გაატაროს. GRECO აცხადებს, რომ მათ მიერ წარსულში გაწერილი ორი რეკომენდაცია არ შესრულდა, შვიდი რეკომენდაცია შესრულდა ნაწილობრივ, შვიდი რეკომენდაცია კი სრულად შესრულებულია.

იმ რეკომენდაციებს შორის რომლებიც საერთოდ არ შესრულდა, ერთი - სასამართლო სისტემაში, ერთი კი პროკურატურაში იყო. რაზე მიუთითებს თავად ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭო პარლამენტში, სასამართლოებში, პროკურატურაში კორუფციულ რისკებს ხედავს და სახელწმიფოს მისი შემცირებისკენ მოუწოდებს?

სტუმარი: თინა ხიდაშელი - სამოქალაქო იდეა–ს თავმჯდომარე;