23.სექტემბერი .2021 09:44

კოსმოსური ტურიზმი

უკან

ოთხი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომლებიც SpaceX Inspiration4-ის მისიით კოსმოსში გაემგზავრნენ, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე, და ფლორიდის ნაპირთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვნენ. SpaceX-ის კაფსულა, რომელშიც ასტრონავტები ისხდნენ, 18 სექტემბერს დაეშვა წყალში, რითაც დასრულდა პირველი სამდღიანი მოგზაურობა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო პირები დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს. არაპროფესიონალი ასტრონავტები კოსმოსში გაგზავნეს 15 სექტემბერს, NASA-ს კენედის ცენტრიდან. მთელი მოგზაურობა სრულად ავტომატიზებული იყო და რაც მთავარია მისიის შემდეგ, კოსმოსი ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც გაიხსნა.