მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდით ინფიცირების რაოდენობა იზრდება

BM.GE
05.07.22 11:18
350
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში და მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, ცირკულირებს B1 და B5 შტამი, რომელიც ნაკლებად აგრესიულია. როგორც გამყრელიძე ამბობს, მთელ მსოფლიოში დაახლოებით, 110 და ევროპის 38 ქვეყანაში არის შემთხვევათა რაოდენობის ზრდა. შესაბამისად, გაყრელიძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს, რადგან მოსალოდნელია შემთხვევების კიდევ მატება, რომლის შეჩერების ერთი გზა არსებობს - იმუნიზაცია. სპეციალისტის თქმით, საქართველოში ყველა საშუალება არსებობს, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია და ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დახურულ სივრცეებში სასურველია, თვითდაცვისთვის პირბადე გამოიყენონ. 

„ქვეყანაში მილიონ 200 000- ზე მეტი, სრულად არის აცრილი, ხოლო 260 ათაზე მეტ ადამიანს პირველი ბუსტერი აქვს გაკეთებული. შემოდგომაზე, სამწუხაროდ პროგნოზი არის რომ შემთხვევათა ზრდა იქნება, დიდი ალბათობით არ უნდა იყოს უფრო მეტი ფატალური შემთხვევები, როცა შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. რა არის ინფიცირების მატების მიზეზი და როგორია მოლოდინები?

სტუმარი: ივანე ჩხაიძე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი;