მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტებისთვის საჭირო ენერგია - რას გეგმავს მთავრობა და "ენერგო-პრო ჯორჯია" სვანეთში?

BM.GE
04.12.19 18:46
908
ელექტროენერგიის მოხმარებაზე კრიპტოვალუტების წარმოების გავლენა ისევ პრობლემად რჩება, რადგან ამ პროცესის კონტროლი ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ენერგო-პრო ჯორჯიამ, სვანეთის მაგალითზე, სადაც მოსახლეობა ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარს, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განაცხადა, რომ მოხმარება აქ განსაკუთრებით გაიზარდა. ამის მიზეზი სწორედ კრიპტოვალუტების მისაღებად მომუშავე დანადგარებია. ამ ფონზე კი სვანეთის რეგიონში ავარიული გათიშვები გახშირდა.