21.ოქტომბერი .2019 11:21

“კრისტალი”-ს საჭადრაკო ბლიც თამაში

546
უკან

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში გაიმართება ფონდი კრისტალისა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალის” ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში. კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში „ყველა ქალი ჩემპიონია!“ ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ქალების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებას. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ითამაშონ ბლიც-ჭადრაკი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდებთან ნონა გაფრინდაშვილთან, მაია ჩიბურდანიძესთან და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წარმომადგენლებთან.