მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტების განვითარების სააგენტო - რაში გვჭირდება ახალი სსიპ-ი?

BM.GE
27.06.22 18:19
722
კიდევ ერთი ახალი სსიპ-ი - საქართველოს მთავრობამ კურორტების განვითარების სააგენტო შექმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ახალ უწყებას ძველი კადრი უხელმძღვანელებს - სააგენტოს უფროსი ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი - სანდრო ონოფრიშვილი იქნება. ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველოში იდენტიფიცირებული და შესწავლილია 300-ზე მეტი კურორტი, ხოლო მოქმედი 100-ზე მეტი, რომელთაც სწორი განვითარება სჭირდებოდა. „თითოეული ამ კურორტის განვითარებისთვის ჩვენ კონკრეტული ადამიანების ჯგუფი გვჭირდებოდა, რომელსაც გარკვეული ლეგიტიმაცია ექნებოდა, რომ სწორად განვითარდეს ეს კურორტები“, - აღნიშნა მინისტრმა. რაში გვჭრდებოდა ახალი უწყება? 


სტუმარი: ვატო ასათაშვილი - „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი;