20.დეკემბერი .2021 12:29

კურორტი "საირმე" და "ევექსი ჰოსპიტლები" ევროპის სპათა ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ

235
უკან

კურორტი „საირმე“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ევროპამ ინოვაციურ სამედიცინო სპად ოფიციალურად აღიარა. ევროპის სპა ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ საირმეც და ევექსი ჰოსპიტლებიც 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის გამორჩეულია. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა. მოგვიანებით, ევროპის სპა ასოციაციის წევრები საირმეშიც ჩამოვიდნენ.