13.ივლისი .2022 17:11

კვების ობიექტების უმრავლესობა HACCP-ის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს

160
უკან

2021 წლის 1-ელი ივნისიდან საქართველოში არსებული რესტორნები, კაფეები-ბარები და ჰორეკა სექტორში მოქმედი სხვა ობიექტები, რომლებიც სურსათის გადამუშავებას და მიწოდებას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან, HACCP-ის სტანდარტი დანერგონ. HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. იმის გამო, რომ კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტებზე გადასვლა საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვევა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნესს 2022 წლის იანვრამდე საშეღავათო პერიოდი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს სეს-მა გარდამავალი პერიოდი დაუწესა, ახალ რეგულაციების დაკმაყოფილება ობიექტების დიდ ნაწილისთვის ისევ გამოწვევაა. სად არის პრობლემა, ბიზნესში თუ თავად კანონმდებლობაში?

სტუმარი: შოთა ბურჯანაძე - საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი;