მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლაგუნა ვერესთან” 2 ცათამბჯენის მშენებლობის პროექტის განხილვა განახლდა

BM.GE
05.06.23 09:21
182
მერიის ურბანული განვითარების სააგენტომ ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, "ლაგუნა ვერესთან" დაგეგმილი მრავალფუნქციური პროექტის განახლებული ვერსიის განხილვა დაიწყო, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, პირველადი პროექტისგან ბევრით არაფრით განსხვავდება თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სართულები 13-ით 65-დან 52-მდე შემცირდა, პროექტის მოცულობა კი ისევ 155 599მ2-ია. 

ამჯერად წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, "ქართუს" კომპანია შპს "კოსტავა 69" მშენებლობის ნებართვას 52 და 40 სართულიანი ორი ცათამბჯენისთვის ითხოვს, რომელშიც კვლავ 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და მიწისქვეშა ავტოსადგომია გათვალისწინებული. საუბარია ტერიტორიაზე რომელზეც დღეს რამდენიმე კომერციული ფართი, მის მიმდებარედ კი - ავტოსამრეცხაოები, ავტო და ბენზინგასამართი სადგურებია თავმოყრილი. 

პროექტის მიხედვით, 1000-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი და კომერციული სივრცეები ვიზიტორებისა და მცხოვრებლებისთვის გაკეთდება. ტერიტორიაზე მოსახვედრად კი 3 სამანქანო გზის მოწყობა იგეგმება, აქედან ორი გმირთა მოედნის მხრიდან, ხოლო ერთი კოსტავას ქუჩიდან. პროექტში წერია, რომ ტერიტორიის ჩრდილოეთით "ამ ადგილისთვის შეუსაბამო" ავტოგასამართი სადგურებია, რომლებიც აფერხებენ "მანქანების თავისუფალ გადაადგილებას" ამიტომაც სავალი გზის განაპირა ობიექტები უნდა დაიშალოს და საავტომობილო ტრასა 4,5 მეტრით გაგანიერდეს.