მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია

BM.GE
26.12.22 10:32
356
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით, 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა, რაც საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისიაა, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კი - სიდიდით მეორე. „თეგეტა ჰოლდინგის“ გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული 150 მილიონი ლარი სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას სრულად მოხმარდება. ობლიგაციების სრული ძირის თანხის დაფარვა გათვალისწინებულია 3 წლის შემდეგ, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ყოველკვარტალურად დაიფარება. როგორი საპროცენტო განაკვეთით მოხდა ობლიგაციების განთავსება, რა ვადებში მოხდება მისი დაფარვა და რას მოახმარს კომპანია მიღებულ რესურსს? 

სტუმრები: მერი ჩაჩანიძე - "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი;
ნიკა მაღლაფერიძე - "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული დაგეგმვისა და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;