01.აპრილი .2021 15:02

ლაშა ხუციშვილი - ახალი ფინანსთა მინისტრი

245
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში რუსი პროპაგანდისტის და მისი სტუმრების ვიზიტს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებებმა გუშინ კანონის სრული დაცვით იმოქმედეს, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიტუაციით ისარგებლა და დესტრუქციული ქმედებები განახორციელა. „ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ასევე არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი „ოკუპაციის შესახებ“. მას და მის თანხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდ პასპორტები და უარყოფითი პასუხები PCR-ტესტზე. ასე რომ, ქვეყანაში შემოვიდნენ სრულიად კანონის დაცვით. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს ჩვენთვის მიუღებელია, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ისე ყველა დამრღვევი პირი”, - განაცხადა პრემიერმა. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ორი ახალი მინისტრიც წარადგინა, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ, არც ახალი და არც ძველი მინისტრები ე.წ მედია ოთახში არ გამოჩენილან.