მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაზიერის გამბიტი - გიორგი ისაკაძის ეპილოგი

BM.GE
30.01.22 14:56
858
განა არ დამარცხებულა?
წაუგებელი ამ ქვეყნად არავინ არის. მარცხი ჰქონია და ბევრს დღემდე განიცდის თავის მოგონებეში და მისი მარცხი და შეცდომები, არანაკლებ სამაგალითოა, ვიდრე წარმატებები.


ნონა გაფრინდაშვილის მთავარი წარმატება მე მაინც მისი ბუნება და ხასიათი მიმაჩნია, რომელიც არც იცვლება და რაც მთავარია, რჩება გამარჯვების, დაუმარცხებლობის სიმბოლოდ საქართველოში და ეს არის ჩემი აზრით, ქალბატონი ნონას მთავარი ცხოვრებისეული მიღწევაც.

ეს ყველაფერი საუკეთესოდ არის გადმოცემული მისი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჟურნალისტ ია ანთაძესთან,რომლის ინტერვიუების სერიას საინტერესო ადამიანებთან გასნაკუთრებული ინტერესით ვეცნობი.


ბოლო რამდენიმე თვეა, რაც იურიდიულმა კომპანია BLB-იმ მისი ინტერესების დაცვა დაიწყო მსოფლიოში ერთერთი წამყვანი კომპანიის წინააღმდეგ, საუბარია NETFLIX ზე რომლის შემოსავლები მხოლოდ 2021 წელს 5 მლრდ ნახევარი დოლარი იყო, რაც საქართველოს წმინდა შემოსავალს ბევრად აღემატება, აღარაფერს ვამბობ ჩვენს შარშანდელ ექსპორტზე, მოკლედ ყველა სვამდა კითხვას, მოდი ასე ვთქვათ, ყველა არა - ბევრი - მოიგებს თუ არა ამ ბრძოლასაც ანუ სასამართლო სარჩელს ნეტფლიქსის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილი?


მოიგო კიდეც. ჯერ მხოლოდ ბრძოლა.ეს სასამართლო ჯერ არ დასრულებულა, და ქართველი ლაზიერის საბოლოო გამარჯვებას აუცილებლად ავღნიშნავთ. ჯერ მოგებულია მხოლოდ ბრძოლა, სასამართლომ მოპასუხეში ანუ ნეტფლიქსის შუამდგლომლობა არ დააკმაყოფილა. მაგრამ, ამ ომსაც მოვიგებთ.

ყველა სხვა თანაბარ პირობებში, წარმოუდგენელია მან წააგოს. ასე იყო ადრეც, საბჭოთა პერიოდშიც, როცა როგორც ლეგენდარული გარი კასპაროვი იხსენებს, საბჭოთა ჭადრაკში დომინანტურ როლს სწორედ ქართველი ქალები ასრულებდნენ.

ქართველი ლაზიერის ეს გამბიტიც ან გნებავთ დებიუტიც მორიგი გამარჯვებით დასრულდება. გამარჯვებით, რომელიც ყველას გვენატრება. მადლობა ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ყველა გამარჯვებისთვის და დედოფლის ტიტულის და გვირგვინის ასეთი ღირსეული ტარებისთვის და შენარჩუნებისთვის.