მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" - რა არის ხაზარაძის მოძრაობის მიზანი?

BM.GE
12.09.19 14:25
1119
„ლელო“ - ასე ერქმევა მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე საათის წინ ანაკლიაში გაიმართა. „ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორინეტირებული მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა ლელო", - თქვა ხაზარაძემ. მან 17 წუთიან პრეზენტაციაში ჩაატია ახალი მოძრაობის მიზანი და ასევე ახსნა რატომ გადაწყვიტა პრეზენტაცია სწორედ ანაკლიაში.