მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიბერთი განათლებისთვის” - ლიბერთი ICPC-ის სტრატეგიული პარტნიორია

BM.GE
13.12.22 09:34
198
ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა. ICPC-ის ნახევარფინალში 47-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17 გუნდი მონაწილეობდა. დამატებით 10 უძლიერესი გუნდი კი სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ICPC-ის ნახევარფინალი ერთდროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ქუთაისში და ბარნაულში ჩატარდა. სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის პერსონალური შეჯიბრებას, დისტანციურად უკრაინის რამდენიმე საუკეთესო პროგრამისტი სტუდენტი ესწრებოდა. “ლიბერთი ბანკში” აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის ჩემპიონატები კარგი საშუალებაა პროგრამირების მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად, რომლებიც ქვეყნის წამყვან კომპანიებში და მათ შორის “ლიბერთი ბანკშიც” გააგრძელებენ საქმიანობას.