მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიბერთიმ” და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შშმ პირთა უფლებების გაეროს სტანდარტის დანერგვა დააანონსეს

BM.GE
18.04.22 09:18
346
ლიბერთი ბანკმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის შესაბამისი სტანდარტის დანერგვა დააანონსეს და საზოგადოებას მისაწვდომობის შეფასების ანგარიში გააცნეს. ლიბერთის ახალი გუნდის ინიციატივით, შშმ პირებისათვის საბანკო პროდუქტების მისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ ჩატარდა აუდიტი და შეიქმნა მისაწვდომობის შეფასების დოკუმენტი. 

კერძო სექტორსა და კომერციულ ბანკებში, შეფასების საერთაშორისო მეთოდოლოგია პირველად იქნა გამოყენებული. ამიტომ, ლიბერთიმ აღნიშნული პროცესის წარსამართად მოიწვია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და უშუალოდ შშმ პირები. ექსპერტების ჯგუფმა იხელმძღვანელა რამდენიმე მსგავსი მეთოდოლოგიით და ანალოგების სინთეზით შეიქმნა საფუძვლიანი ანგარიში, რომელიც ბანკში შშმ პირთა გაუმჯობესებულ მომსახურებას შეუწყობს ხელს. შეფასების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნება ლიბერთის სამუშაო გეგმა, რომელიც შშმ პირებისთვის მისაწვდომს გახდის საბანკო მომსახურებას, მომსახურების სტანდარტები კი სრულად იქნება მორგებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის სტანდარტებს.