მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბერთიმ საგადამხდელო ვებ-გვერდი Pay.ge-ის განახლებული ვერსია აამოქმედა

BM.GE
21.12.22 12:14
261
ლიბერთიმ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის საგადამხდელო ვებ გვერდი Pay.ge-ს განახლებული ვერსია აამოქმედა. თავის მხრივ Pay.ge არის ლიბერთის ციფრული საგადამხდელო არხი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს. Pay.ge-ს საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად, ნებისმიერი ბანკის ბარათიდან ბარათზე მომენტალურად გადარიცხვის (P2P) ფუნქციონალით სარგებლობა. ბანკის აქტივები ამ დროისთვის 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. 

სტუმარი: დავით მესხიძე - ლიბერთის დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი;