მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიდერი მოზიდული სადაზღვევო პრემიით

BM.GE
16.09.20 11:06
666
სადაზღვევო სექტორი 2020 წლის 6 თვის მონაცემებით, მოგებაზე გავიდა. მეორე კვარტალში ინდუსტრიას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,6 მილიონი ლარის მოგება უფიქსირდება. გაზრდილია მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობაც, რამაც 2020 წლის 6 თვეში 376,9 მლნ ლარი შეადგინა.

30 ივნისის მდგომარეობით ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს, აქედან მხოლოდ ერთი არასიცოცხლის დაზღვევის, ხოლოდ 17 მათგანი როგორც სიცოცხლის, ასევე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში ინდისტრია29,2 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, რაც 9,6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. გაზრდილია მოზიდული პრემიის მოცულობაც. კომპანიების მიერ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა პრემიამ 376, 9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 31.6 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.