მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლილო მოლის ადმინისტრაციას აუდიტორული კომპანია “აუდიტი 777”-ის თანამშრომლები უპირისპირდებიან

BM.GE
30.07.20 18:15
1018
ლილო მოლის ადმინისტრაციას აუდიტორული კომპანია “აუდიტი 777”-ის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ლილო მოლის დამფუძნებლებს სამუშაოს შეზღუდვაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება იმუშაონ ლილო მოლის მოიჯარეებთან, რომლებთანაც აღნიშნული კომპანიის ბუღალტრებს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათი განმარტებით ხდება მოიჯარეებზე ზეწოლა, რომ მათ მომსახურება არა აუდიტი 777-გან, არამედ კომპანია abg consulting-ისგან მიიღონ, რომლის წილშიც ლილო მოლის დამფუძნებლები არიან.