მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიტერატურული პრემიის "საბა" ნომინანტები

BM.GE
16.10.19 11:24
1380
16 წლის წინ ერთი იდეით და დიდი ენთუზიაზმით დაფუძნებული ლიტერატურული პრემია წლის მთავარ ლიტერატურული მოვლენის ტიტულის მფლობელი თავადაც მალევე გახდა. ამ განსაზღვრების შემდეგ ადვილი მისახვედრია რომ საქმიანი დილის ბოლო ბლოკშ 2003 წელს დაფუძნებულ საბაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც წელსაც არ ღალატობს ტრადიციას და 2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიურის დახმარებით 8 ნომინაციაში გამოავლენს. წლევანდელი ფინალისტების სიაზე სულ რამდენიმე წუთში მოგივებით, 6 ნომინაციის წევრები გვეცოდინება, „ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება და ტრადიციულად „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

სტუმრები: რატი ამაღლობელი - "საბას" დამფუძნებელი;
ირინა ჯავახაძე - "საბას" დირექტორი