09.აპრილი .2021 11:34

ლიტრი მზესუმზირის ზეთი 62%-ით გაძვირდა

უკან

გაეროს სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მზესუმზირის ზეთის ფასი 2008 წლის შემდგომ ისტორიულ მაქსიმუმზეა. ფასების ზრდა 2020 წლის სექტემბერიდან დაიწყო, რაც ამ პროდუქტის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში – რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალმა მოსავლიანობამ გამოიწვია. ფასების მატება უკვე აისახა საქართველოს ბაზარზეც და დღეს დახლებზე ზეთის ფასი საშუალოდ 8 ლარის ფარგებში მერყეობს.