მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდის მსოფლიო ინდექსი: რა ღირს ლუდი?

BM.GE
02.03.21 09:04
397
მკვლევარებმა გამოიანგარიშეს ჩვეულებრივი ბრენდის ლუდის ტიპიური ბოთლის საშუალო ფასი, მათ შორის, ონლაინ მაღაზიებში, სასტუმროებისა და ბარების მენიუებში და ფასების კალკულაცია ამერიკულ დოლარში წარმოადგინეს. შედეგად, აღმოჩნდა, რომ მაგალითად ყატარში თქვენ მოგიწევთ 11,26 აშშ დოლარის გამოყოფა ერთი კათხა ლუდისთვის, რაც ნამდვილად ერთერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა. ანალიტიკოსების განმარტებით, ნაწილობრივ, ეს იმიტომ ხდება, რომ 2019 წელს მუსლიმანური ქვეყნების უმრავლესობამ იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე სააქციზო გადასახადი გაზარდა. როგორია მსოფლიო ლუდის 2021 წლის ინდექსი და რა ღირს სასმელი სხვადასხვა ქვეყანაში?