მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი მობილობის ქუჩებზე საპარკინგე ადგილები შესაძლოა გაუქმდეს - მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა

BM.GE
01.12.22 12:05
241
შესაძლოა, პარკირების ადგილებიც გაუქმდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მაღალია მობილობა,- ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისს იმდენი პარკირების ადგილი ექნება, რამდენი ავტომობილის გატარების უნარი ქალაქს გააჩნია. ამასთან გუშინ ითქვა, რომ დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. მერიაში ამბობენ, რომ ინიციატივა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თანამშრომლობით ხორციელდება და ის სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომანქანების გადაადგილების შეფერხების პრობლემას მოაგვარებს. 

სტუმარი: ეკა ლალიაშვილი - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე;