მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზიებში ქართული პროდუქციის სტენდები დაიდგმება

BM.GE
25.06.20 09:41
751
პანდემიამ ქვეყნის განვითარების ვექტორები სხვადასხვა მიმართულებით გადაანაცვლა. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ადგილობრივი წარმოება გახდა. ამის საპასუხოდ წამოგვეწია ახალი ინიციატივები და საქმიანი დილის მაყურებლებს ერთ-ერთი მათგანის შესახებ უნდა მოგიყვეთ. "საქართველოს მაღაზიათა ასოციაციის" დამსახურებით, usaid-ისა და "აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალურად დამზადებულ სტენდზე განათავსონ საკუთარი პროდუქცია. პროექტის მნიშვნელობას თავად მეწარმეებიც აღნიშნავენ, რადგან ქსელურ მარკეტებში მათი შესვლა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.

სტუმრები: ლუკა ჭელიძე - ქართული მაღაზიათა ასოციაცია, ხელმძღვანელი;

ივიკო მათიაშვილი - პროექტის “რატომქართული?!” ხელმძღვანელი