13.ნოემბერი .2020 18:32

მაგთოკომი კომუნიკაციების კომისიას მიმართავს

141
უკან

ცოტა ხნის წინ მაგთიკომი ვირტუალური მობილური ოპერატორის სავალდებულო შემოსვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს. კომპანიის შეფასებით , კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ, რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა. ამასთან, მიმათვაში ასევე ხაზგასმულია, რომ კომისია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს უგულვებელყოფს და მისგან გამომდინარე შედეგებს, რაც ქვეყნის გეოპოლიტიკური და საგარეო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს კიბერუსაფრთხოებას, თავდაცვითუნარიანობას. “დომინოს პრინციპით შეიძლება ჩამოიშალოს სამთავრობო, თავდაცვითი, საბანკო სისტემა, ფინანსური ინსტიტუტები, ბიზნესი, ყველაფერი ის, რასაც სახელმწიფო ჰქვია.” ნათქვამია მიმართვაში. ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, “საქართველოში თითოეულ მობილურ აბონენტზე საშუალო შემოსავალი დაახლოებით 2.5 აშშ დოლარია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ხოლო მობილური ქსელის ხარისხი კი მაგთიკომის შეფასებით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.