მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკ პომპეო საქართველოში - "გზავნილები არ იყო დეტალური"

BM.GE
18.11.20 14:28
1004
აშშ–საქართველოს ეკონომიკური კავშირები რიცხვებში. ამ დროისთვის საქართველო აშშ_თან ვაჭრობაში პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმით (GSP) სარგებლობს, რომელიც 3,500 დასახელების პროდუქციის საბაჟო ტარიფებისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო, 2019 წლის მონაცემებით, აშშ-ში საქონელს ყიდდნენ ისეთი ქართული კომპანიები როგორებიც არიან "აიდიეს ბორჯომი საქართველო; თელავის ღვინის მარანი; • შპს არომაპროდუქტი; რუსთავის ფოლადი; ჯორჯიან მანგანეზი და სხვა . რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობა ის ამ დროისთვის მხოლოდ მოლაპარაკებების დონეზეა. გვახსოვს ისიც, რომ 28 კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით (2018 წლის 27 ივნისი) მიმართა. მათი განმარტებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში. იგი ამერიკული კომპანიებისათვის შექმნის საქართველოში ინვესტირების მეტ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოებას. რაც შეეხება ინვესტიციებს 2019 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აშშ-დან შემოსული ინვესტიციები 8%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 111,5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2012-2019 წლებში, აშშ-დან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი 200 000 ვიზიტორს აღემატება; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას კი 1993 წლიდან, დაფინანსებისა და პოლიტიკური რისკის დაზღვევის სახით, დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი საქართველოში 60-მდე პროექტისათვის მაგ. ფოთში, „პეის ჯგუფის“ საზღვაო ტერმინალის მშენებლობისთვის 2019 წელს გამოყოფილი 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სესხი. თუმცა აქვე ალბათ ანაკლიის პორტის პროექტიც უნდა გავიხსენოთ, რომლის მნიშვნელობასაც ხაზს მაიკ პომპეოც უსვამდა, თუმცა დღემდე პროექტი გაჩერებულია . "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არ სურს და ამის დასამტკიცებლად არაერთი არგუმენტი არსებობს. კითხვაზე, მაშინ საერთოდ რატომ წამოიწყო ეს პროექტი "ქართულმა ოცნებამ", ჯონასი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ბევრი სხვადასხვა ადამიანი და შესაბამისად, სხვადასხვანაირი ინტერესებია; ის ადამიანები კი, რომლებიც პორტის პროექტს მხარს უჭერდნენ, დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან, რაც ბევრი რამის მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს სახელმწიფო მდივანმა ვიზიტის ფარგლებში საელჩოს განცხადების მიხევით, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით. ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა აშშ-ის უმნიშვნელოვანესი დახმარება პანდემიასთან გამკლავების პროცესში და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა.

სტუმარი: კახა გოგოლაშვილი - „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი