მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაიმუნის ყვავილი“ - გლობალური საგანგებო მდგომარეობა

BM.GE
25.07.22 08:31
273

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჯანმო თავის გადაწყვეტილებას მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდით ხსნის. WHO-ს ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. მისივე ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა ამ ვირუსით გარდაცვალების ხუთი ფაქტი. გებრეისუსის თქმითვე, საგანგებო კომიტეტმა ვერ მიაღწია კონსენსუსს რეჟიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა, აფეთქების სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, WHO-ს გენერალურმა დირექტორმა გადაწყვიტა, რომ მაიმუნის ყვავილი საერთაშორისო შეშფოთების საგანია.