მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Making Science Sweeft-მა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში 2 წლიანი გრანტი მოიპოვა

BM.GE
25.01.23 09:35
429
Making Science Sweeft-მა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში 2-წლიანი გრანტი მოიპოვა, რომლის განხორციელებაც 2022 წლის 16 ნოემბრიდან დაიწყო. USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა სვიფტის კარიერული აქსელერაციის პროგრამის გაძლიერება, რომლის ძირითადი მიზანი საქართველოს ტექნოლოგიურ სფეროში არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაა. საგრანტო პროექტი გულისხმობს აქტიურ თანამშრომლობას ისეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიცაა ჯიტა, საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, თიმბოუთი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.