მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობის აღება რთულდება

BM.GE
30.11.22 12:16
848
მართვის მოწმობის აღება რთულდება. მომავალი წლიდან მართვის მოწმობის გამოცდას კიდევ ერთ ეტაპი დაემატება, რაც ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებას გულისხმობს. კერძოდ, მძღოლობის კანდიდატმა გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით მათ შორის ზეპირად უნდა გასცეს პასუხი. ასეთი დავალება შეიძლება შეეხებოდეს, პირობითად თუ როგორ მოწმდება ძრავაში ზეთის აუცილებელი დონე, ასევე მოუწიოს განმარტება როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა და ა.შ. რას შეცვლის მართვის მოწმობის გამოცდის გართულება და რამდენად მზად არიან ავტოსკოლები? 

სტუმარი: დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე;