მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარწყვი კალათებით - სასათბურე მეურნეობა საგურამოში - ქეთი დოლიძე ქალების ნარატივში

BM.GE
29.04.21 11:51
732

„აგროტურების დასაწყებად ახლა ტესტირების რეჟიმი გვაქვს, რეგულაციები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული“ – „მაგემეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი დოლიძე „ქალების ნარატივში“ 

 

-რამ განაპირობა ამ ბიზნესის დაფუძნება?

-იდეა გაჩნდა პანდემიისას; დავინახეთ დიდი პოტენციალი აგრომიმართლებით, მათ, შორის, აგროტურისტული თვალსაზრისით. პროცესი იყო რთული, მით უმეტეს, სფერო ჩემთვის ახალი იყო. მიწევდა ბევრ ადამიანთან ონლაინ ურთიერთობა. საჭირო იყო გარკვევა. ამას თან ახლდა სტრესიც. 

 

-რა ოდენობის პროდუქციის წარმოებას აპირებთ?

-წელს მინიმუმ 10 ტონის წარმოებას ველოდებით. ზოგადად, მარწყვების დიდი რაოდენობა იმპორტირებულია, ადგილობრივი კი სეზონურად, ჩვენ მთელი წელი გვექნება. ორიენტირებული ვართ გაფართოებაზე. ამ ეტაპზე, გვაქვს მხოლოდ დისტანციური გაყიდვები. პანდემიისას დაკვირვების მიხედვით, მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული სახლში მიწოდების სერვისია. მომხმარებლები აქტიურობენ, შესაბამისად, ვაგრძელებთ ამ მიმართულებას. ვსაუბრობთ რამდენიმე კომპანიასთანაც, იმასთან დაკავშირებით, თ სად შევა ჩვენი მარწყვი. მინდა, აღვნიშნო კალათის ფაქტორი, რომელსაც 18 წლის ბიჭი ქმნის, რომელიც ქმნის რიკოთზე და ქსოვს ამ კალათებს.

 

-მარწყვში ნიტრატების შემცველობა ერთ-ერთი პრობლემური თემაა, „მაგემეს“ შემთხვევაში რა მდგომარეობაა?

-„მაგემეს“ პროდუქციაში ნიტრატების შემცველობა ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს დასაშვებია. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ უსაფრთხოებაზე. აღვნიშნავ აგტოტურების ფაქტორსაც, მაისის მეორე ნახევრიდან მოიაზრება მათი დაწყება, ახლა ტესტირების რეჟიმია, რეგულაციები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

 

-როგორც ცნობილია, სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 350 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 50 000 ლარი სახელმწიფო გრანტი იყო, ხოლო 150 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. აპირებთ თუ არა მომავალში გაფართოვებას და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას?

-ჩვენ ამას დიდი პასუხისმგებლობით ვუყურებთ, არ ვაპირებთ გაჩერებას. გვურს, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და წვლილი შევიტანოთ სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 

-„მაგემე“ უკვე თანამშრომლობს ქართული შოკოლადის მწარმოებელ „მონამისთან“, სხვა კომპანიებთანაც გეგმავთ თანამშრომლობას?

-ვსაუბრობთ რამდენიმე კომპანიასთან. გვსურს იყოს განსხვავებული პროდუქტი. ასეთი იყო „მონამი“. თანამშრომლობასთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან ვსაუბრობთ.

 

-თავად თუ მიირთმევთ ხშირად მარწყვს? 

-რა თქმა უნდა. აღვნიშნავ, რომ როდესაც მარწყვი სადისტრიბუციოდ იგზავნება, მეც იქ ვარ და გასინჯვის გარეშე მარწყვი იქიდან არ გადის, ჩვენს მიმართ არსებული ნდობა, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა.

 

-სიმწიფის პერიოდი ჯიშების მიხედვით განსხვავებულია და როგორც წესი, სამი-ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდება. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

-ისე დავაგეგმარეთ დარგვის პროცესი, რომ მარწყვი მთელი წლის განმავლობაში გვქონდეს.

 

-თქვენი საქმიანობა საბანკო სექტორსაც უკავშირდება...

-მე მივიჩნევ, რომ ბანკების, დიდი კომპანიების ერთგვარი მისიაა რომ მხარში დაუდგნენ ბიზნესს.




სტუმარი: ქეთი დოლიძე - „მაგემეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი ბანკირი