მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-ი ეროვნული ბიბლიოთეკისა და Lib.ge-ს მხარდამჭერი გახდა

BM.GE
05.05.23 09:15
354
საქართველოში ფინანსური განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გლობალური გადახდებისა და ტექნოლოგიების წამყვან კომპანია Mastercard-სა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Პარტნიორობის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინანსური ლიტერატურის კუთხის მოეწყობა, სადაც Mastercard-ი და ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველებს ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით საერთო ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოპებს შესთავაზებენ. გარდა ამისა, Mastercard-ი პირველი ქართული ინტერნეტ ბიბლიოთეკის, Lib.ge-ს პარტნიორი და მხარდამჭერიც გახდა, რომელიც, თავის მხრივ, ათი ათასზე მეტ ორიგინალ და ნათარგმნ ტექსტს აერთიანებს და სულ მალე საზოგადოებას ონლაინ სკოლისა და სალექციო კურსების განახლებულ პროექტს შესთავაზებს.