მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mastercard-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE
10.06.22 15:18
406
Mastercard-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოში ფინანსური განათლების ამაღლებასა და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე შეიქმნა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გამოიცემა როგორც ბეჭდური, ასევე, ონლაინ ფორმატით. ლექსიკონში განმარტებული იქნება არა მხოლოდ ფინანსური ტერმინები, არამედ, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ქართულ ენაში ახალი ტერმინების დამკვიდრებას შეეცდება, რომლებიც აქამდე ხშირად ბარბარიზმების სახით გვხვდებოდა. ლექსიკონთან ერთად, Mastercard ქართველ მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს (SME) ფინანსური განათლების მისაღებ მარტივ ინსტუმენტს - LADDER-ის აპლიკაციასაც სთავაზობს .