მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald's Georgia-ს მორიგი საერთაშორისო აღიარება

BM.GE
09.05.22 08:31
511
რამდენიმე დღის წინ „მაკდონალდს საქართველოს“ ვაკის ფილიალის დირექტორი რეი კროკის პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს კიდევ ერთი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე - ევროპის დივიზიონის მასშტაბით საქართველო ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზებისთვის დაწესებული ფრედ ტერნერის სახელობის პრესტიჟული ჯილდო - „ოქროს თაღი“ მიიღო. ამ აღიარებით „მაკდონალდს საქართველო“ გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების იმ 1%-ში მოხვდა, ვისაც ეს ჯილდო ერგო. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. ამ მიღწევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ღირსეულად უკავია ადგილი მსოფლიოს რუკაზე როგორც ქვეყანას, სადაც ბიზნესი წარმატებით ვითარდება.

თენგიზ კაპანაძე - “მაკდონალდს საქართველო”-ს გენერალური დირექტორი;
თემურ ჭყონია - ბიზნესმენი;