მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდიდარი კლუბების ეგოისტური ამბიცია

BM.GE
25.04.21 12:18
473
ევროპის სუპერლიგის პროექტი ამ საუკუნის თუ არა, ბოლო ათწლეულის უდიდესი სპორტული კრახი ალბათ ნამდვილად არის. დახურული ტურნირის დაანონსებიდან დაახლოებით 48 საათში, პროექტი დაიშალა. ბიზნესპროექტს სპორტული საფუძვლები მოაკლდა და სამი დღეც არ იყო გასული 12 ინიციატორი კლუბიდან უმრავლესობა გამოეყო. მთავარი მოტივაცია უმდიდრეს კლუბებს ახალი ტურნირი ჩაეტარებინათ ცხადია შემოსავლები იყო. შემოსავლებს კიდევ ნამდვილად არ უჩივიან 2019-2020 წლებში, მსოფლიოს 20 უმდიდრესი კლუბის საშუალო შემოსავალი 441 მილიონი დოლარი იყო, არადა ეს თანხა სეზონის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 9.6% ით ჩამორჩება.