მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეამა”-მ ორი ახალი ბრენდული სივრცე გახსნა

BM.GE
21.12.20 23:21
808
“მეამა”-მ ორი ახალი ბრენდული სივრცე გახსნა. მომხმარებელს ჟვანიას მოედანზე და ასევე სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში” უკვე შესაძლებლობა აქვს საქართველოში წარმოებული ყავის კაფსულები და სხვადასხვა სახის აქსესუარები შეიძინოს. კომპანიაში ამბობენ, რომ ყავის მოყვარულებს, მათ ვინც ახალ გამოცდილებას ეძებს, ყავის ფორმატების, სახეობების, მათი წარმოშობის ქვეყნებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, დეტალურ ინფორმაციას “მეამას” ელჩები მიაწვდიან. ახალი სივრცეების დიზაინი, კომპანიის სათაო ოფისის და გაყიდვის სხვადასხვა არხის ვიზუალთან ერთად, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ თბილისში სამი ბრენდული სივრცე და გაყიდვის ახალი არხები: POP-UP ობიექტები განათავსა თბილისისა და ბათუმის "აგროჰაბი"-ს ფილიალებში, ასევე გლდანის “სითი მოლში”. ყველა ეს ობიექტი ღიაა და შესაბამისად მომხმარებელს “მეამას” პროდუქციის შეძენა და მომსახურების მიღება შეუფერებლად შეუძლია.