მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედეა ტაბატაძე: "კადრებზე მოთხოვნა იზრდება - ვაკანსიების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით გაორმაგდა"

BM.GE
03.06.21 12:49
495
საქსტატმა 2021 წლის აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა. ასეთი ზრდა ე.წ. საბაზო ეფექტით იყო განპირობებული, ვინაიდან გვახსოვს, რომ 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ჯამურად კი მიმდინარე წლის პირველი 4თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც და ერთეულებში მან 4 876 შეადგინა, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1 488.3%-ით მეტია. 

ამ ყველაფრის ეფექტი უკვე აისახა სამუშაო ძალაზე და ქვეყანაში ახალი ვაკანსიების რაოდენობის გაჩენაზე.

გუშინ გაავრცელა ჯობს.გე-ს დამფუძნებელმა ლექსო ხუბულავამ სოციალურ ქსელში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქმის ყველა ადგილობრივი ბიზნესი გააქტიურდა და ყველამ სწორედ ახლა ეკონომიკის გახსნის და ტურისტული სეზონის დაწყების პარალელურად დაიწყო კადრების მოძიება. ტრადიციულად ვაკანსიები ეხება მომსახურების სფეროს - კონსულტანტს, მიმტანს, მზარეულს, დისტრიბუტორს და ფაქტობრივად დღეს უკვე მიწოდება ვერ ფარავს მოთხოვნას მით უფრო თუ ეს დამსაქმებელს დაბალ ფასად სურს.მის მიერვე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯობს.გე-ს საიტის მომხმარებელთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა.

სტუმარი: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო კომპანია "ინსორსის" მენეჯერი.