13.დეკემბერი .2021 14:24

მედიკამენტების ფასების კონტროლი / საქმის კურსი - 13.12.2021_13:40 - გადაცემა სრულად

407
უკან

საქართველოში კოვიდ პანდემიის დაწყებიდან თითქმის 2 წლის თავზე ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს. “ვთვლით, რომ ის პროექტები, რომლებიც დაიწყო და განხორციელდა, ამით განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე”, — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს. წლის ბოლომდე ის სამინსტროში რჩება, თუმცა, რას ტოვებს ის ჯანდაცვის სისტემაში?

მიმდინარე წლის მარტში Galt & Taggart-მა და საერთაშორისო ფონდმა “კურაციო”, ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობის და რისკების შეფასების კვლევა ჩაატარა.

სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია - ვკითხულობთ დოკუმენტში. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ ჯამში 350 მლნ ლარი შეადგინა 2014-20 წლებში. დახარჯული მილიარდების მიუხედავად, მოსახლეობის მხრიდან ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებიც საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ჯანდაცვის მიმართულებით უამრავი ფულადი რესურსია დახარჯული, ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება. სახელმწიფოს კლინიკების მიმართ 551 მილიონ ლარამდე დავალიანებაც აქვს. ამ დავალიანებების დასაბალანსებლად სამედიცინო დაწესებულებები მეტ სესხს იღებენ, რაც საბოლოოდ ისევ პაციენტზე აისახება. ასევე, აგვიანებენ სავაჭრო და სახელფასო ვალდებულებების გასტუმრებას. კვლევაში ვკიხტულობთ, რომ ჯანდაცვის სექტორში არსებობს ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები და არ ხდება მათი ეფექტური გამოყენება. საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი 49%-ია საქართველოში, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის და დსთ-ს საშუალო მაჩვენებლებს. კვლევაში ერთ-ერთ რისკ ფაქტორად მიჩნეულია მოსალოდნელი რეგულაციები და გაურკვევლობის მაღალი დონე, რაც ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას.

სტუმარი: ნიკოლოზ გამყრელიძე - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი